ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მასტერკლასები

batumi music camp

წელს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ფრანგი პროფესორის, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორის, მიშელ სონის მასტერკლასები - ნორჩი პიანისტებისთვის, 5 და 6 სექტემბერს 10.00–დან 14.00 საათამდე, ბათუმის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში (დემეტრე თავდადებულის ქ. N20).

მიშელ სონის მეთოდოლოგია დაფუძნებულია განვითარების ორ ძირითად მიმართულებაზე. მისი დიდაქტიკური ნაწამოებები - პროლეგომენები, რომლებიც მცირე ფორმის სავარჯიშოებს წარმოადგენს ეფექტურად ანვითარებს ფრაზის და ბგერის აღქმას, გააზრებას და მის რეალიზებას ინსტრუმენტზე. ციკლი წარმოადგენს პროგრესული დინამიკით დაახლოებით 600-მდე მუსიკალურ სავარჯიშოს.

მეორე ძირითადი მიმართულება არის სავარჯიშო ეტიუდები, სადაც ყოველი ტექნიკური ბარიერი გათვლილია და დაჩქარებული ტემპით იძლევა საშუალებას თავისუფლებაში მოიყვანოს ხელის აპარატი.

საფორტეპიანო ტექნიკის დასაუფლებლად, მიშელ სონის მეთოდოლოგია აძლევს საშუალებას მცირე ასაკიდანვე დაძლიონ მათი დონისთვის მიუწვდომელი სიძნელის ნაწარმოებები, რაც სრულიად განსაკუთრებულ რეზულტატს იძლევა.

მასტერკლასებზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს. მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელა გამოაგზავნოთ უახლესი ვიდეო-ჩანაწერი 10 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე lyrafondation@yahoo.com