ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 2019 ტარდება იუნესკოს მაღალი პატრონაჟით

გაიგეთ მეტი

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ელისო ბოლქვაძის, მისალმება

director სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე


ძვირფასო მეგობრებო, მუსიკის მოყვარულებო !

2019 წლის 1-10 სექტემბერს მზიან და საოცნებო ქალაქ ბათუმში ტარდება შავი

ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი.

ათი დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები და გაცოცხლდება ბახის, ბეთჰოვენის, სენსანსის, შოპენის, რაველის და ლისტის შედევრები.

ფესტივალი ტრადიციულად უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს.

სასიხარულოა,რომ ფესტივალმა მესამეჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი

რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, პროექტის მხარაჭერისთვის.

ვიზეიმოთ კლასიკური მუსიკის დღესასწაული შავი ზღვის სანაპიროზე.

ელისო ბოლქვაძე
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი
director

პროგრამა

საკონტაქტო ინფორმაცია

მის.: ზ.ბოლქვაძის ქ. №3, 0171 თბილისი, საქართველო

ელფოსტა: lyrafondation@yahoo.com


ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი 'ლირა' lyrafondation@yahoo.com