marina-lobjanidze

ART- ბანაკი

1-10 სექტემბერი’ 2019

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება.

ამ მიზნით, ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად შემუშავდა შემეცნებითი მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს კვლავ ჩატარდება არტ- ბანაკის პროგრამა.

სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრეინინგები ზოგადი კულტურის და ცნობიერების ასამაღლებლად.

შემეცნებით პროგრამებს წარუძღვებიან პიანისტი, მუსიკათმცოდნე, მარინა ლობჟანიძე და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი.